ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“შესაძლოა გადავიყვანოთ თერაპიულ ბლოკში, ვნახოთ, ხვალინდელი დღე გვიჩვენებს”- კავსაძის მდგომარეობის შესახებ კლინიკაში განმარტებას აკეთებენ

მსახიობ კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში განმარტებას აკეთებენ. როგორც კლინიკის კლინიკური დირექტორი ლალი ტურძელაძე აცხადებს, კავსაძის მდგომარეობა გაუმჯობესდა.

ტურძელაძის თქმით, თუ მსახიობის მდგომარეობა სტაბილური დარჩება, ის შესაძლოა, ხვალ რეანიმაციული განყოფილებიდან თერაპიულ ბლოკში გადაიყვანონ.

„თუ იქნება ასეთივე სტაბილური, გაუმჯობესებული მდგომარეობა, ხვალ აუცილებლად გადავიყვანთ თერაპიულ ბლოკში. ვნახოთ, ხვალინდელი დღე გვიჩვენებს. მდგომარეობა გაუმჯობესებულია იმასთან შედარებით, როგორც კლინიკაში შემოვიდა. შედარებაც არ არის“, – განაცხადა ტურძელაძემ “ინტერპრესნოისთან.”

შეგახსენებთ, რომ მსახიობი კახი კავსაძე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 28 ნოემბერს შეიყვანეს. მოგვიანებით მას კორონავირუსი დაუდასტურდა.

იტვირთბა....