გეგმიური ტესტირების შედეგად, საჩხერის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის თანამშრომლების უმეტესობას კორონავირუსი დაუდასტურდა.
ინფიცირებულია სამსახურის 24 თანამშრომელი, რომლებიც იზოლაციაში გადავიდნენ. შედეგად, სასწრაფოს სასწრაფოს ოთხი ჯგუფიდან მხოლოდ ერთი მუშაობს.
საჩხერის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსის ინფექციით 180 პაციენტია მოთავსებული, მათგან 55 პირი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.