“ჩვენ არ გვაქვს ისეთი პლატფორმა, სადაც ჩემი და ზურას კონფლიქტი გაირჩეს, ამიტომ ნუ წვალობთ. ზურა უახლოესმა გარემოცვამ დაარწმუნა, რომ არჩევნებზე აღებული 55 000 ხმიდან, 50 000 ხმა ზურას ეკუთვნის და ჩვენ, ვინ ვართ… მე სულ ფეხებზე მკიდია ხმები. ზურას ჩემთვის არაფერი დაუშავებია, თუმცა აქამდე ორჯერ მითხრა გირჩიდან წადიო. მე ზურა გირჩში დღესაც მინდა, მოსაფიქრებელი გვაქვს რა ფორმით უნდა იყოს”
ვახო მეგრელიშვილი – გირჩის” ერთ-ერთი წევრი
ამის შესახებ მეგრელიშვილმა პარტიის მხარდამჭერებს ერთ-ერთი სოციალური პლატფორმაზე დაწერა.
შეგახსენებთ, 4 დეკემერს “გირის” ლიდერიმა ზურა ჯაფარიძემ დღეს სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ის იაგო ხვიჩიასთან, ვახო მეგრელიშვილთან და ალექსანდრე რაქვიაშვილთან პარტიულ თანამშრომლობას აღარ აპირებს. ჯაფარიძის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა იაგო ხვიჩია, რომელმაც დაწერა – “გაიგებთ, რას ვიტანდი მთელი ეს წლები.”
მოგვიანებით ზურაბ ჯაფარიძემ დამატებითი განმარტება გააკეთა, რომ ის “გირჩის” ლიდერად რჩება.