ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ზურას ხვალ ინფარქტი ან ინსულტი რომ დაემართოს, მე უნდა დამბრალდეს” – ვახო მეგრელიშვილი

„ესაა (გირჩი) ჩემი ხუთი წლის ცხოვრება. მე ზურა ჯაფარიძის ულტიმატუმს დავაკმაყოფილებ, მაგრამ უნდა მითხრათ, რა არის ეს ულტიმატუმი?” – “გირჩის” ერთ-ერთი წევრმა, ვახო მეგრელიშვილმა პარტიის მხარდამჭერებს ერთ-ერთი სოციალური პლატფორმიდან ასე მიმართა.

“ჩვენ არ გვაქვს ისეთი პლატფორმა, სადაც ჩემი და ზურას კონფლიქტი გაირჩეს, ამიტომ ნუ წვალობთ. ზურა უახლოესმა გარემოცვამ დაარწმუნა, რომ არჩევნებზე აღებული 55 000 ხმიდან, 50 000 ხმა ზურას ეკუთვნის და ჩვენ, ვინ ვართ… მე სულ ფეხებზე მკიდია ხმები. ზურას ჩემთვის არაფერი დაუშავებია, თუმცა აქამდე ორჯერ მითხრა გირჩიდან წადიო. მე ზურა გირჩში დღესაც მინდა, მოსაფიქრებელი გვაქვს რა ფორმით უნდა იყოს.

ზურაზე ამბობენ ხან ფერი არ აქვს, ხან წნევა აქვს, ხან – გული უსკდებაო. მას ხვალ ინფარქტი ან ინსულტი რომ დაემართოს, მე უნდა დამბრალდეს? არ მინდა, რაში მინდა… საქმე არის გასარჩევი, სულ ფეხებზე მკიდია ვინ პუტკუცუნა და ვინ – არა. გასარჩევია გირჩი რა არის, გავიაზროთ სად ვართ, რატომ ვაკეთებთ და რისთვის ვაკეთებთ. მიუხედავად ყველაფრისა, ყველას მადლობა მინდა გადაგიხადოთ“ – განაცხადა ვახო მეგრელიშვილმა.

ცნობისთვის, ზურა ჯაფარიძესა და ხვიჩია-მეგრელიშვილს შორის დაპირისპირება მოხდა. ჯაფარიძის განცხადებით, ამ პრობლემის აღმოფხვრა შეუ

 

იტვირთბა....