ახალი ამბები მთავარი ციტატა

„რემდესივირი“ რომ არ დამეწყო, მოვკვდებოდი” – თენგიზ ცერცვაძე

„ჩემს შემთხვევაში „რემდესივირმა“ ცალსახად იმოქმედა და გადასხმას რომ ვიკეთებდი, უკვე ვგრძნობდი, რომ რაღაც ინტოქსიკაცია მომეხსნა. როგორც ჩანს, ვირუსის რეპლიკაცია დათრგუნა. მე ძალიან მძიმე რისკის ჯგუფს მივეკუთვნები. გარდა იმისა, რომ 70 წელს გადაცილებული ვარ, მაქვს არაჰოჯკინის ლიმფომა, მძიმე იმუნოდეფიციტი და როგორც კი კოვიდი დაიწყო, ჩემი იმუნიტეტი განადგურდა; იმ დონეზე ჩამოვიდა, რაც შიდსით ავადმყოფებს აქვთ და მე რომ „რემდესივირი“ არ დამეწყო, მოვკვდებოდი. „რემდესივირი“ რომ დავიწყე, იმუნიტეტმა მეორე დღესვე დაიწყო გაუმჯობესება და ხუთ დღეში საწყის მდგომარეობას დაუბრუნდა. მოკლედ, ჩემს შემთხვევაში ძალიან კარგი ეფექტი იქნა მიღებული.”

თენგიზ ცერცვაძე – თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი.

ამის შესახებ მან პირველი არხის გადაცემაში „მოამბე – დღის თემა“ განაცხადა.

ცნობისათვის, თენგიზ ცერცვაძე კორონავირუსისგან უკვე გამოჯანმრთელდა.

იტვირთბა....