„რაც დავწერე სტატუსში ამის თქმა შემიძლია. ჩემი და ამ ადამიანების გზები გაიყო. დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს. გარეთ არაფრის გამოტანას არ ვაპირებ. პარლამენტში შესვლა- არშესვლის თემა არ არის. ვინ იქნება „გირჩი“ ამას გადაწყვეტენ ის ადამიანები ვინც მხარს უჭერენ მას და საკუთარი ცხოვრების წლები, ენერგია და ფული აქვთ ჩადებული. ვრჩები „გირჩის“ ლიდერად“.
ზურაბ ჯაფარიძე, „გირჩის“ ლიდერი
შეგახსენებთ, ზურა ჯაფარიძემ Facebook-ზე დაწერა, რომ იაგო ხვიჩიასთან, ვახო მეგრელიშვილთან და ალექსანდრე რაქვიაშვილთან პარტიულ თანამშრომლობას აღარ აპირებს.