დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე აცხადებს, რომ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება 2021 წლის გაზაფხულზე გაუმჯობესდება.
როგორც იმნაძემ “პრაიმტაიმთან” განაცხადა, პანდემია, სავარაუდოდ, 2022 წლიდან აღარ იქნება.
„2021 წლის ზაფხულ-შემოდგომაზე უკეთესი სიტუაცია უნდა იყოს, თუცა პანდემია, ალბათ, 2022 წლამდე არსად გაქრება”,- ამბობს პაატა იმნაძე.
მისივე თქმით, ირუსის გავრცელებას ასეთი მასშტაბები არ ექნებოდა, ყველას რეგულაციები რომ დაგვეცვა.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 152 704 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 126 904 გამოჯანმრთელდა, 1 425 კი გარდაიცვალა.
ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით კი, ქვეყანაში 28 ნოემბრიდან მკაცრი შეზღუდვები დაწედა.