“რა ქნას იმ ხალმა, ვინც ახლა გაჩერებულია და არ მუშაობს. ეს ადამიანები უფრო ადრე რომ გაჩერებულიყვნენ, რა მოხდებოდა?! თორემ ჩემთვის ყველაზე ადვილი ადრე რეგულაციების გამკაცრება იქნებოდა. სახლიდან რომ არ გამოვიდეს არავინ ერთი თვე, ვირუსის გავრცელება, პრაქტიკულად, დასრულდება.”
პაატა იმნაძე – დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე
ამის შესახებ პაატა იმნაძემ “პრაიმტაიმთან” განაცხადა, რითიც უპასუხა კითხვას, პანდემიის მართვის პროცესში დასვებული იყო თუ არა შეცდომები.
მისივე თქმით, ირუსის გავრცელებას ასეთი მასშტაბები არ ექნებოდა, ყველას რეგულაციები რომ დაგვეცვა.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 152 704 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 126 904 გამოჯანმრთელდა, 1 425 კი გარდაიცვალა.
ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით კი, ქვეყანაში 28 ნოემბრიდან მკაცრი შეზღუდვები დაწედა.