ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ზურამ მოგვთხოვა, მასთან ჩვენი მოსაზრებების შეთანხმება, რაღაცნაირი ცენზურა გამოდიოდა”- ვახტანგ მეგრელიშვილი

პარტია “გირჩის” წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი ზურა ჯაფარიძის მიერ მასთან და „გირჩის“ სხვა ლიდერებთან საქმიანობის შეწყვეტის გადაწყვეტილებას ეხმიანება და აცხადებს, რომ პარტიაში გარკვეულ საკითხებზე წლების განმავლობაში მისკომუნიკაცია იყო.

როგორც მეგრელიშვილი  ჟურნალისტებთან პარტიაში არსებულ ცენზურაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ ზურაბ ჯაფარიძე პარტიის წევრებს საჯაროდ გამოსვლის წინ მათი მოსაზრებების შეთანხმება მოითხოვა.

“ზურამ მოგვთხოვა მასთან ჩვენი მოსაზრებების შეთანხმება, საჯაროდ გამოსვლის წინ. რაღაცნაირი ცენზურა გამოდიოდა. ზურამ როგორც თქვა თავის მოწერილში, ეს კონტროვერსიულ თემებს შეეხებოდა. ეს იყო იმ მომენტში, იაგოს მიერ გაკეთებული განცხადება, ერთერთი ადამიანის დაკავების შესახებ. გამოვრიცხავთ, რომ შეიძლება მიზეზი ყოფილიყო, შეიძლება საბაბი ყოფილიყო, მაგრამ არა მიზეზი. ჩვენი მცდელობა იყო ზურას დავლაპარაკებოდით, რას გულისხმობდა ამაში. ვერ წარმოვიდგენდი, რომ ზურა ჯაფარიძე ამას სერიოზულად ითხოვდა. მისკომუნიკაცია გვქონდა თვეების ან შეიძლება წლების განმავლობაში, მაგრამ ეს არ შეეხებოდა გირჩის საჯარო პოზიციას. დაპირისპირებას ვერ დაარქმევდი ამას. შეიძლება ითქვას, რომ პარტიის შიდა მენეჯმენტის საკითხებს ეხებოდა”, – განაცხადა მეგრელიშვილმა.

 

“გირის” ლიდერიმა ზურა ჯაფარიძემ დღეს სოციალურ ქსელსი დაწერა, რომის იაგო ხვიჩიასთან, ვახო მეგრელიშვილთან და ალექსანდრე რაქვიაშვილთან პარტიულ თანამშრომლობას აღარ აპირებს. ჯაფარიძის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა იაგო ხვიჩია, რომელმაც დაწერა – “გაიგებთ, რას ვიტანდი მთელი ეს წლები.” თუმცა, მოგვიანებით იაჯობ ხვიჩიამ ამ პოსტის გამო ჯაფარიძეს ბოდიში მოუხადა.

 

იტვირთბა....