„რა თქმა უნდა, რთულ ვითარებაში ვიმყოფებით. საქართველოსთვის ეს შემთხვევები არის ძალიან ბევრი, ეს ქმნის ძალიან რთულ ვითარებას. ბოლო თვე-ნახევრის დინამიკას თუ გადავხედავთ, ეს მაჩვენებელი მოცემულობა მოსალოდნელი იყო. რეგულაციები ძალაში შევიდა და რა შედეგს გამოიღებს ის, სულ მალე დავინახავთ. მკაცრი შეზღუდვები კეთდება იმიტომ, რომ ვირუსის მაჩვენებელი შემცირდეს.’
ალექსანდრე გოგინავა – ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტი
ამის შესახებ გოგინავამ “პრაიმტაიმთან” განაცხადა.
ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა განმარტავს იმ შეცდომებს, რომლებიც კორონავირუსის მართვის დროს იქნა დაშვებული.
შეგახსენებთ, 28 ნომებრიდან, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ქვეყანაში მკაცრი წერტილოვანი შეზღუდვები ამოქმედდა.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 152 704 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 126 904 გამოჯანმრთელდა, 1 425 კი გარდაიცვალა.