ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ინფექციონისტი ასახელებს შეცდომებს, რომლებიც კორონავირუსის მართვის დროს იყო დაშვებული

ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა განმარტავს იმ შეცდომებს, რომლებიც კორონავირუსის მართვის დროს იქნა დაშვებული.

როგორც გოგინავამ “პრაიმტაიმთან” განაცხადა, უკეთესი იქნებოდა, თუ ვირუსთან საბრძოლველად სამედიცინო პერსონალი უკეთესად მოემზადებოდა და გარდა ამისა, სამედიცინო ინფრასტრუქტურის უფრო მეტი რესურსიც იქნებოდა.

„შეიძლებოდა უკეთესი მომზადება კლინიკური სექტორის, უფრო მეტი რესურსის გამოყოფა იმისთვის, რომ უფრო მზად შეხვედრილიყო ქვეყანა ამ ყველაფერს. ნამდვილად უფრო მეტად უნდა მომზადებულიყო სამედიცინო პერსონალი ზაფხულის პერიოდში და მეტი რესურსი უნდა ჰქონოდა ქვეყანას პანდემიის სამართავად, ვგულისხმობ სამედიცინო ინფრასტრუქტურას, თუნდაც ცოცხალ ძალას. არჩევნების გამო, ქვეყანაში დროულად წერტილოვანი შეზღუდვები ვერ ტარდებოდა და ამ ყველაფერის გამო, მივიღეთ ის შედეგი, რაც გვაქვს“,- განაცხადა გოგინავამ.

მისივე თქმით, საქართველო ამჟამად კორონავირუსის გავრცელების მხრივ, ძალიან რთულ ვითარებაში იმყოფება.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 152 704 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 126 904 გამოჯანმრთელდა, 1 425 კი გარდაიცვალა.

იტვირთბა....