ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: „გირჩი“ მე ვარ, ზურაც „გირჩია“ და რას ფიქრობდა, როცა წერდა პოსტს, არ ვიცი

„გირჩის“ წევრი, იაგო ზვიჩია ეხმაურება ზურაბ ჯაფარიძის განცხადებას, რომ იაგო ხვიჩიასთან, ვახო მეგრელიშვილთან და ალექსანდრე რაქვიაშვილთან პარტიულ თანამშრომლობას აღარ აპირებს.

ხვიჩიას თქმით, ის და ზურა სამყაროს ერთნაირად უყურებენ და შეუძლებელია, აზრთა სხვადასხვაობა ყოფილიყო.

„მგონია, რომ ეს არის მოწმენდილ ცაზე მეხი ჩვენთვის. მე ზოგადად არ მჯერა, რომ მე და ზურას ამ პოსტთან დაკავშირებით განსხვავებული აზრი გვაქვს. ზურა ჯაფარიძე არ იმსახურებს, ვთქვა, რომ ამ პოსტის გამო შეიძლება პარტიიდან წავიდეს. პოსტის საბაბი რა იყო, მეც ძალიან მინდა, თქვენთან ერთად გავარკვიო. ნამდვილად არ ვიცი და მე ვახო მეგრელიშვილისგან განსხვავებით მასთან კონფლიქტი არ მქონია. გუშინწინ მეგობრები ვიყავით, ზოგადად მე არ შევცვლილვარ და ისეთი ვიყავი, ზურა ჯაფარიძეს რა დაემართა, არ ვიცი და ზოგადად მგონია, ჩემს მეგობარს დახმარება ესაჭიროება, უბრალოდ არ ვიცი და თქვენთან ერთად ვარკვევ. ზურა ჯაფარიძეს არასდროს უთქვამს, რომ ერთი კაცის პარტიას აშენებდა, მე ვერასდროს ვიქნებოდი ასეთ პარტიაში. უბრალოდ ხალხი არსებობს რომლებიც ასე მიიჩნევდნენ.
მე არსად წავალ მე აქ ვცხოვრობ, აქ დავიბადე, გირჩი მე ვარ, ზურაც გირჩია და რას ფიქრობდა, როცა წერდა პოსტს, მე არ ვიცი. პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით ჩვენ ერთნი ვართ ერთ აზრზე ვართ“, – აცხადებს იაგო ხვიჩია.

„გირის“ ერთ-ერთი ლიდერი, ზურა ჯაფარიძე იაგო ხვიჩიასთან, ვახო მეგრელიშვილთან და ალექსანდრე რაქვიაშვილთან პარტიულ თანამშრომლობას აღარ აპირებს.

„სამწუხაროდ, ერთი მხრივ ჩემი, ხოლო მეორე მხრივ იაგოს, ვახოს და სანდროს გზები გაიყო. მე აღარ ვაპირებ მათთან ერთად გირჩის კეთებას. ბევრი მიზეზის გამო, მაგრამ არა იაგოს განცხადების შინაარსის გამო”, – წერს ჯაფარიძე.

იტვირთბა....