მთავარი ციტატა

“თუ ადამიანმა კორონავირუსი უკვე მოიხადა, მას ვაქცინა აღარ სჭირდება”- ლევან რატიანი

“თუ ადამიანი კორონავირუსით დაინფიცირდა და ეს სახადი დაავადება ვაქცინის შემოსვლამდე მოიხადა, როგორც ამბობენ ასეთ ადამიანს ვაქცინა არ სჭირდება. კორონავირუსი ტოვებს მყარ იმუნიტეტს. მრავალი დაავადება არსებობს: წითელა, წითურა, რომელიც ვერაგი იყო, მაგრამ კაცობრიობა მოერია.”

ლევან რატიანი – ირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი

ამის შესახებ ლევან რატიანმა “მაესტროსთან” განაცხადა.

ცნობისთვის, დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ვაქცინა საქართველოში, სავარაუდოდ, მარტში ან აპრილში შემოვა. მთავრობას შეკვეთა უკვე გაფორმებული აქვს და წინასწარ  4,5 მილიონი დოლარიც უკვე გადაუხადა. ამასთან, თავდაპირველად ქვეყანაში ვაქცინა 700 000 მოქალაქისთვის შემოვა, პირველ ეტაპზე კი რისკჯგუფების წარმმადგენლების ვაქცინაცია მოხდება.

იტვირთბა....