ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“პარტიულ თანამშრომლობას აღარ აგრძელებენ, ერთმანეთს ვეღარ უგებენ”- “გირჩის” პრესსამსახური

პარტია „გირჩის“ პრესსამსახური განცხადებას ავრცელებს, სადაც საუბარია პარტიის ლიდერისა და წევრების თანაშრომლობის გაწყვეტაზე.

როოგრც განცხადებაში წერია, პარტიის ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ თანაპარტიელებთან გამიჯვნის გადაწყვეტილება გუშინ მიიღო.

როგორც პარტიის პრესსამსახურში აცხადებენ, გადაწყვეტილებას ბევრი მიზეზი ჰქონდა, მათ შორის ის, რომ ერთმანეთს ვეღარ უგებდნენ.

„ზურაბ ჯაფარიძე აღარ აგრძელებს პარტიულ საქმიანობას სანდრო რაქვიაშვილთან, ვახტანგ მეგრელიშვილთან და იაგო ხვიჩიასთან. აღნიშნულის შესახებ ზურაბ ჯაფარიძემ გადაწყვეტილება გუშინ მიიღო. ძალიან ბევრი მიზეზია, ერთმანეთს ვეღარ უგებენ და ვეღარ თანამშრომლობენ. დიდი ხნის ამბავია ეს. ჯერჯერობით არ არის გარკვეული, პარტია როგორ გაიყოფა. ერთადერთი, რაც გაირკვა, არის მხოლოდ ის, რომ პარტიულ თანამშრომლობას აღარ აგრძელებენ“, – განაცხადეს პრესსამსახურში.

“გირის” ლიდერიმა ზურა ჯაფარიძემ დღეს სოციალურ ქსელსი დაწერა, რომის იაგო ხვიჩიასთან, ვახო მეგრელიშვილთან და ალექსანდრე რაქვიაშვილთან პარტიულ თანამშრომლობას აღარ აპირებს.

 

იტვირთბა....