ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ალექსანდრე ელისაშილი: იაგომ რაც თქვა, აშკარად უშნოდ ნათქვამი იყო

„მოქალაქეების“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი „გირჩის“ წევრის, იაგო ხვიჩიას განცხადებას და მის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

მისი თქმით, იაგო ხვიჩიას უშნოდ ნათქვამი ხელზე დაიხვიეს:

„იაგო ხვიჩიაზე და მის წინააღმდეგ ჯვაროსნულ ლაშქრობაზე მინდა ორი სიტყვა ვთქვა. თუმცა იმით დავიწყებ რომ ყველა პედოფილი მძულს მთელი არსით და მათთვის არანაირი სასჯელი არ მენანება და არ დამენანება! იაგომ რაც თქვა აშკარად უშნოდ ნათქვამი იყო და მე როგორც აღვიქვი პედოფილიის გამართლება არ სურდა. არც მჯერა რო სურდა. მისი უშნოდ ნათქვამი ხელზე დაიხვიეს და მისი ასეთი გაშმაგებული ლანძღვა არის მეტისმეტი! შეეშალა კაცს, არ გამოუვიდა სათქმელი და ნუ აცვამთ ახლა ჯვარზე. ჩემი და „გირჩის“ აზრები ძალიან ბევრ რამეში სასტიკად არ ემთხვევა ერთმანეთს და არც დაემთხვევა, მაგრამ ქართველ პოლიტიკოსებს შორის იშვიათად მინახავს იაგოსავით თავისი სიტყვის ასე ერთგული და წესიერი კაცი. ეს მინდოდა მეთქვა“, – წერს ელისაშვილი Facebook-ზე.

ინფორმაციისთვის, გირჩის ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია სოციალურ ქსელში გამოეხმაურა შსს-ს მიერ არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების შეძენა შენახვისთვის პირის დაკავებას.

„ანუ? პორნო გადმოწერა, დაასეივა, ერთხელაც გადაწყვიტა ესარგებლა და დაიჭირეს? სულ გააფრინეს“, – დაწერა ხვიჩიამ.

შემოვიდეს

იტვირთბა....