ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები დაამტკიცა.
აღნიშნული მონაცემების თანახმად, ამომრჩეველთა ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:
- „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ – 48,22 % , პროპორციული სისტემით მანდატების რაოდენობა – 60. პარალელურად, 30 მაჟორიტარულ ოლქში „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა, შედეგად პარლამენტში მათი მანდატები 90-მდე გაიზარდა.
რაც შეეხება დანარჩენ პარტიებს, შედეგები ასეთია:
- „ევროპული საქართველო“ – 3,79 პროცენტი, მანდატების რაოდენობა – ხუთი.
- „ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშია“ – 27,18 პროცენტი, მანდატების რაოდენობა – 36.
- „პატრიოტთა ალიანსი“ – 3,14 პროცენტი, მანდატების რაოდენობა – ოთხი.
- „ლეიბორისტული პარტია“ – ერთი პროცენტი და ერთი მანდატი.
- „მოქალაქეები-ალეკო ელისაშვილი“ – 1,33 პროცენტი, მანდატების რაოდენობა – ორი.
- „გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი“ – 3,15 პროცენტი, მანდატების რაოდენობა – ოთხი.
- „გირჩი“ – 2,89 პროცენტი, მანდატების რაოდენობა – ოთხი.
- „ლელო“ – 3,15 პროცენტი, მანდატების რაოდენობა – ოთხი.