„ძალიან ძნელია თითოეულ გარდაცვლილზე ლაპარაკი, მითუმეტეს, როცა ჩემი შვილების ხელა ადამიანია გარდაცვლილი და პირველ რიგში, ვუსამძიმრებ ოჯახს. ტრაგედიაა. სამწუხაროდ, ეს რომ მოხდებოდა… ჩემზე ბევრ რამეს წაიკითხავთ, თუ მოინდომებთ. ვამბობდი, ვერ დაითვლით-მეთქი, ვითვლით ახლა? დავითვალოთ, რამდენია – 1 200-ზე მეტია. ეგ არის დასათვლელი ამ პატარა ქვეყნისთვის? რა იყო საჭირო? ნიღაბი უნდა გვეტარებინა და დისტანცია უნდა დაგვეცვა.“
პაატა იმნაძე – დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი.
ამის შესახებ მან TV პირველის ეთერში განაცხადა.