“ახლაც ვამბობ, რომ არასწორი ნაბიჯი გადადგეს რიგმა ოპოზიციურმა პარტიებმა, როდესაც დაფინანსება მიიღეს. “გირჩი” პარლამენტში ტყუილად გადმოგდებული კანფეტისთვის არ შევა, თუ ოპოზიცია ერთიანი არ იქნება, არაფერს აზრი არ აქვს. ვინმეს თუ ჰგონია, იტყვის, რომ ბიძინა ივანიშვილი სასამართლოში რეფორმას ატარებს და ამის გამო მე პარლამენტში შევალ – არა, ძალიან ცდება.”
ზურაბ ჯაფარიძე – „გირჩის” ლიდერი
ამის შესახებ ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან ოპოზიცის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ჯაფარიძის თქმით, ოპოზიციურ პარტიებს სხვადასხვა საკითხე განსხვავებული ხედვა აქვთ, მაგრამ საბოლოოდ მათი პოზიცია ერთიანია.
შეგახსენებთ, პარტია “ლელოს” ოპოსში ოპოზიციის ლიდერები ერთმანეთს შეხვდნენ. შეხვედრის მთავარი თემა კვლავ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნასა და პარლამენტში ოპოზიციის შესხვლას ეხებოდა.