ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ისეთი ხალხი მოსთქვამს კობა დავითაშვილის გარდაცვალებას, რომ არ ვთქვა, უბრალოდ, არასწორი ვიქნები” – ადვოკატის მწვავე მიმართვა

„ისეთი ხალხი მოსთქვამს სოციალურ ქსელში კობა დავითაშვილის გარდაცვალებას, რომ არ ვთქვა, უბრალოდ, არასწორი ვიქნები” – ამის შესახებ ადვოკატი მარი შათირიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ადვოკატის თქმით, დავითაშვილი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლია.

“კაცი ბოლო რამოდენიმე თვე ღიად ამბობდა, რომ მისი სიცოცხლე მხოლოდ და მხოლოდ ფულზე იყო დამოკიდებული, რადგან მის გასახანგრძლივებლად ესაჭიროებოდა პრეპარტის გადასხმა, რაც, თუ სწორად მახსოვს, დაახლოებით 500 დოლარი ღირდა თვეში!

მარტო ჩემს ვოლზე ისეთები პოსტავენ, ეს თანხა მათთვის ერთი „უიქენდის” ფული რომაა! ვინმემ გაიგონეთ კობას ეს სიტყვები?! ვიდრე იტყოდა, მიხვედით და კითხეთ, რა უჭირდა და რა უხაროდა?! – არა! ესაა სიმართლე.

ნაცრეჟიმის არა – ის პირადად მიშა სააკაშვილის მსხვერპლი რომაა, ამას არ ჭირდება თქვენი შეხსენება, ისედაც ვიცით, მაგრამ 2007 წლის შემდეგ ვინ რამდენჯერ მოიკითხეთ და რამდენჯერ შესთავაზეთ დახმარება?!- არა! მაშინ კი გახსენდებოდათ, პოლიტიკური ქულების დაწერას რომ ცდილობდით! ჰოდა, წადით, რა, ტოლი ნახეთ, ვიდრე კობა დავითაშვილის დატირებას გაითამაშებდეთ!” – წერს ადვოკატი.

ცნობისათვის, 2 დეკემბერს, პოლიტიკოსი კობა დავითაშვილი გარდაიცვალა. მას ე. წ. ბეხ­ტე­რე­ვის და­ა­ვა­დე­ბის დი­აგ­ნო­ზი 2017 წლის ივ­ლის­ში და­უს­ვეს. 

როგორც ცნობილია, დავითაშვილი 2007 წლის 7 ნოემბერს აქციაზე იმყოფებოდა, რა დროსაც ხელისუფლებამ აქცია ძალისმიერი მეთოდით დაშალა. დავითაშვილი წყლის ჭავლით დაშავდა.

იტვირთბა....