„ცხარე დისკუსია გვქონდა. რამდენიმე საათი გაგრძელდა. აზრთა სხვადასხვაობაა, მაგრამ საერთო პოზიცია შევაჯერეთ და მზად ვართ, მესამე რაუნდისთვის და ელჩებთან შეხვედრისთვის.”
ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეების ლიდერი
ამის შესახებ ელისაშვილმა ჟურნალისტებთან “ლელოს” ოფისში ოპოზიცის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
იის თქმით, ოპოზიცია მმართველი გუნდთან გასამართი მოლაპარაკებების წინ შეიკრიბა, რათა მესამე რაუნდის წინ ერთიანი და შეჯერებული პოზიცია ჰქონდეს.
გახარიამ დღეს, ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა ბიუჯეტის საპარლამენტო რეჟიმში განხილვაში მონაწილეობა უნდა მიიღონ. პრემიერმა ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა .