მთავარი ციტატა

“ჩვენი მეგობრების ზოგიერთი პოზიცია იქნება ჩვენთვის მცდარი და ასეთი მცდარი პოზიციაა ამ ვითარებაში პარლამენტში შესვლა”- გიგა ბოკერია

“დარწმუნებული ვარ, რომ რაც დრო გავა, ამ კრიზისის შედეგად ყველა საქართველოს მეგობარი ქვეყნის მთავარი პოზიცია იქნება ერთი და იგივე, საბოლოო ჯამში, რომ საფრთხეს ამ ქვეყანას, მის სუვერენიტეტს, უსაფრთხოებას და დამოკრატიას და მათ შორის ამ ქვეყნების სტრატეგიულ ინტერესებს უქმნის ივანიშვილი და მისი გარემოცვა, მათ მიერ გადადგმული ნაბიჯებით. ამ პროცესში ზოგიერთი მათი პოზიცია იქნება ჩვენთვის მცდარი და ასეთი მცდარი პოზიციაა ამ ვითარებაში პარლამენტში შესვლა, ჩვენი აზრით.”

გიგა ბოკერია – ევროპული საქართველოს” ლდერი

ამის შესახებ ბოკერიამ ჟურნალისტებტან ოპოზიციისა და ლასილიტატორი ელჩების შეხვედრებთან დაკავშირებით განაცხადა.

შეგახსენებთ, პარლამენტში შესვის საკითხზე ოპოზიციის ლიდერები ფასილიტატორ ელჩეთთან შეხვედრებს მართავენ. საერთაშორისო პარტნიორები ოპოზიციას საკანონმდებლო ორგანოში შესვლისკენ მოუწოდებენ, რაზეც ოპოზიციური ლიდერები კატეგორიულ უარს აცხადებენ. 

 

იტვირთბა....