“ძალიან დიდი აგრესიაა და ერთმანეთისადმი დაუნდობელი დამოკიდებულება , რაც განსაკუთრებით იგრძნობა სოც. ქსელში. დიდი დოზით სოციალურ ქსელში მე პირადად არა ვარ, მაგრამ რა დროც მაქვს და თვალს ვადევნებ, აშკარად ჭარბია აგრესია. ადამიანის ცუდად ყოფნა და გარდაცვალებაც კი ბევრისთვის ასპარეზი ხდება ლანძღვის… ასეთ დროს მაინც ღირს -წამით დაფიქრდე. არაფერი ისე ( არც კოვიდი) არ ვნებს და აზიანებს ადამიანის ჯანმრთელობას და სულს, როგორც ამდენი აგრესია, შური და ბოროტი ფიქრები… გაუფრთხილდით ერთმანეთს და ამით საკუთარ თავს.”
ეკა ბესელია – დამოუკიდებელი დეპუტატი
სოციალური ქსელი