ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ქეთევანის წამების ბარბაროსულ გადაწყვეტილებას მრავალი ელჩი ესწრებოდა… ყველა უზურპატორი საუკუნეების განმავლობაში ერთსა და იმავეს აკეთებს” – ჩარკვიანი

ყველა უზურპატორი საუკუნეების განმავლობაში ერთსა და იმავეს აკეთებს – ამის შესახებ „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ქეთევან წამებულის დროს, მისი წამების დროს, როდესაც მრავალი ელჩი ესწრებოდა ამ ბარბაროსულ გადაწყვეტილებას, ელჩებმა ვერ გააკეთეს ვერაფერი.

„ერთ-ერთი მემატიანე, წყარო წერს, რომ ქეთევან წამებულის დროს, მისი წამების დროს, როდესაც მრავალი ელჩი ესწრებოდა ამ ბარბაროსულ გადაწყვეტილებას, ელჩებმა ვერ გააკეთეს ვერაფერი. მახსოვს ბავშვი ვიყავი და დედაჩემს ვუთხარი, კი მაგრამ, თუ ამდენი უცხოელი იქ იჯდა, როგორ ვერავინ ვერაფერი ვერ გააკეთა-მეთქი. ეს არის ის შემთხვევა, როდესაც ელჩები იყვნენ უსუსურები.

მე ახლა ამ დიპლომატიურ კორპუსს კი არ ვუწოდებ, რომ უსუსურები ხართ-მეთქი, მე უბრალოდ ვახსენებ მათ, რომ ყველა უზურპატორი საუკუნეების განმავლობაში ერთსა და იმავეს აკეთებს. მაშინაც მიმართა და დაანახა ელჩებს, რომ რასაც მინდა, იმას გავაკეთებ და თქვენ თვალწინ დავსჯიო.

ახლა მინდა, დიდი თხოვნით, მორიდებით და პატივისცემით მივმართო არაჩვეულებრივ დიპლომატთა კორპუსს, ჩვენს მეგობრებს, რომელთა იმედი გვაქვს ხალხსა და ოპოზიციას, რომ თქვენ თვალწინ ყველას ჩვენ ერთად, თქვენ, საერთაშორისო დამკვირვებლებს, ელჩებს, ჩვენს მეგობრებს, ხალხს სათავეში მყოფი აღვირახსნილი, კანონის ჩარჩოებიდან გასული ეს უზურპატორი გვეუბნება, რასაც მინდა, იმას გავაკეთებ, როგორც მინდა, ისე დავსჯი ხალხსო. ეს არის მისი ნაბიჯი. საუკუნეების განმავლობაში უზურპატორები სტილს არ იცვლიან“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

იტვირთბა....