ვინაიდან პანდემიის პერიოდში სარესტორნე ინდუსტრია მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნა, 6 თვის განმავლობაში მთავრობა რესტორნების საბანკო სესხებისა და ლიზინგის პროცენტის სუბსიდირებას მოახდენს. ამის შესახებ ეკონომიკის მინისრმა ნათია თურნავამ დღევანდელ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, სუბსიდირების პროგრამას სააგენტო “აწარმოე საქართველოში” განახორციელებს და ამისათვის, დაახლოებით, 30 მილიონი ლარი გამოიყოფა ბიუჯეტიდან.
“რესტორნების ინდუსტრიაში ვიწყებთ ახალ პროგრამას, ეს არის სესხის და ლიზინგის სუბსიდირება. განაცხადების მიღება დაიწყება ხვალ, რადგან სარესტორნე ინდუსტრია საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია.
ხვალიდან დავიწყებთ, ჩვენ, სააგენტო “აწარმოე საქართველოში” ბანკებიდან განაცხადების მიღებას. მოვუწოდებთ რესტორნებს, რომ მიაკითხონ კრედიტორ ბანკებს. ამ პროგრამის მეშვეობით, თითქმის სრულად, საბანკო სესხის პროცენტის ტვირთს [რესტორნები] უახლოესი 6 თვე ვერ იგრძნობენ. ამ მოთხოვნას აქტიურად აყენებდა რესტორნების ასოციაცია”, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა .
როგორც თურნავამ აღნიშნა, ამ პროექტითდა სულ მცირე, 1500 დაწესებულება ისარგებლებს.