“ნაციონალური მოძრაობის” წევრი ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, რომ ის ცენტრალური საარჩევნო კომისის მიერ საბოლოო შეჯამებულ შედეგებს არ აღიარებს. ამის შესახებ უდუმაშვილმა “ინტერპრესნიუსს” განუცხადა.
როგორც უდუმაშვილი ამბობს, ცესკო რეალურად ბიძინა ივანიშვილის კანტორას წარმოადგენს და იმ შედეგს დებს, რასაც ის უკარახებს.
„ბუნებრივია, არ ვაღიარებთ იმ შედეგებს, რომელიც დღეს გასაჯაროვდება. ჩვენ ასევე არ ვაღიარებთ არჩევნების პირველი ტურის შედეგებს. დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შეკრებას საერთოდ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. პრაქტიკულად, ცესკო ივანიშვილის სანოტარო კანტორად იქცა, რომელიც პირდაპირ ამტკიცებს იმ ციფრებს, რაც ივანიშვილს სურს,”- აცხადებს უდუმაშვილი.
მისი ტქმით, ოპოზიციური პარტიების და არასამთავრობო სექტორის არც ერთი საჩივარი არ განხილულა არა მხოლოდ ცესკო-ს მიერ, არც საოლქო კომისიების დონეზე. ასე, რომ გასაგებია, საითაც მიჰყავს ყველაფერი ცესკო-ს.
ცენტრალური საარჩევნო კომისია 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგებს დღეს გამოაცხადებს .სხდომა ცენტრალური საარჩევნო კომისიაში 17:00 საათისთვის დაინიშნა.