ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

გაერომ სამედიცინო მარიხუანა საშიში ნარკოტიკების სიიდან ამოიღო

გაეროს კომისიამ მიიღო დოკუმენტი, რომლის თანახნადაც სამედიცინო მარიხუანა განსაკუთრებით საშიში ნარკოტიკების სიიაში აღარაა.

აღნიშნული გადაწყვეტილება ვენაში არსებულმა 53 წევრი სახელმწიფოს წარმომადგენლისგან შემდგარმა კომისიამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის არაერთი რეკომენდაციის საფუძველზე.

განსაკუთრებულად საყურადღებო იყო ჯანმოს რეკომენდაცია, ამოეღოთ კანაბისი ნარკოტიკული საშუალებების შესახებ 1961 წლის გაეროს კონვენციის მეოთხე დანართიდან, სადაც მარიხუანა განსაკუთრებით საშიშ და დამოკიდებულების გამომწვევ ოპიოიდებს შორის იყო შეტანილი.

გაეროს გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, მარიხუანას უფრო ფართო სამედიცინო კვლევებს და დრომოჭმული ნარკოპოლიტიკის ცვლილებების ტალღას მისცემს ბიძგს.

 

 

 

იტვირთბა....