ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“რა კარგად ჟღერს არა? სანდო და მყარი ხელშეკრულებები” – გიორგი უშიკიშვილი “ფეისბუქზე” პოსტს აქვეყნებს

ფოლკლორისტი გიორგი უშიკიშვილი საკუთარ ფეისგვერდზე პოსტს აქვეყნებს, სადაც ბანკებთან დაკავშირებით წერს:

“დღეს ერთერთი ბანკი ბინის ვადაგადაცილებული სესხის გამო მირეკავს და მახსენებს გადაცილების შესახებ. ვუხსნი რომ არსებული პრობლემების გამო (ამას დამატებული ლარის მკვეთრი გაუფასურება) შემოსავლები აგვიანებს. (არამარტო ჩემი) ვუხსნი როგორც ფორსმაჟორულ სიტუაციას.
პასუხი: ბატონო გიორგი თქვენც რომ იგივენაირი მყარი და სანდო ხელშეკრულებები გქონდᲔთ გაფორმებული როგორც ჩვენს ბანკს აქვთ თქვენთან, მაშინ ეს პრობლემები არ გექნებოდათო. რა კარგად ჟღერს არა? სანდო და მყარი ხელშეკრულებები”, – წერს უშიკიშვილი.

იტვირთბა....