ახალი ამბები მთავარი ჯანდაცვა

თენგიზ ცერცვაძე: გამოჯანმრთელება გამოდგა პირობითი

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, გრიპისგან პაციენტი ჯანმრთელდება სრულად, კორონავირუსის შემთხვევაში კი ასე არ არის.

როგორც მან TV პირველის ეთერში განმარტა, შემოვიდა და საკმაოდ ფართოდ იხმარება ტერმინები – გახანგრძლივებული კოვიდი, პოსტკოვიდური სინდრომი, მწვავე კოვიდის შემდგომი სინდრომი და ა.შ.

„კოვიდი რომ განსხვავდება ყველა სხვა რესპირაციული დაავადებისგან, ეს უკვე ვიცი, არაპროგნოზირებადია, ვერაგია, მეტ ორგანოსა და ორგანოთა სისტემას აზიანებს, იძლევა მეტ გართულებას, მათ შორის – არაპროგნოზირებადს და მისი მართვა კიდევ უფრო ძნელია… თუ გრიპი და საერთოდ რესპირაციული დაავადებების ინფექციების უმრავლესობა, იწყება მწვავედ და მთავრდება მწვავედ, სრული გამოჯანმრთელებით … საკუთრივ გრიპისგან, პაციენტი ჯანმრთელდება სრულად, კოვიდის შემთხვევაში ასე არ არის, შემოვიდა და საკმაოდ ფართოდ იხმარება ტერმინები – გახანგრძლივებული კოვიდი, პოსტკოვიდური სინდრომი, მწვავე კოვიდის შემდგომი სინდრომი და ა.შ.  ეს არის მდგომარეობა, როცა პაციენტი მწვავე ფაზის დასრულების შემდეგ, დაავადების დაწყებიდან 2-3 კვირის შემდეგ, როცა პაციენტი ითვლება გამოჯანმრთელებულად,  მაგრამ ეს გამოჯანრმთელება გამოდგა პირობითი, გამოჯანმრთელებულთა გარკვეულ პროცენტს, და ეს ყველგან სხვადასხვა ციფრია, რჩება გარკვეული სიმპტომები, ზოგიერთ შემთხვევაში გარკვეული დაზიანებებიც სხვადასხვა ორგანოთა სისტემებზე“ – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

იტვირთბა....