„ყველანი დამწუხრებულები ვართ, კობა დავითაშვილის გარდაცვალების გამო. მისი სახით, საქართველომ დაკარგა გულანთებული, სიმართლისთვის მებრძოლი, პატრიოტი ადამიანი. დიდია მისი წვლილი ქართული პოლიტიკური პროცესების გაჯანსაღებაში. ის იყო ოთხი მოწვევის პარლამენტის წევრი.
ვწუხვარ და სამძიმარს ვუცხადებ კობა დავითაშვილის ოჯახის წევრებს, მის ახლობლებს, მთელ საქართველოს“.
კახა კალაძე, დედაქალაქის მერი
49 წლის ასაკში პარლამენტის ყოფილი წევრი კობა დავითაშვილი გარდაიცვალა.