49 წლის ასაკში პარლამენტის ყოფილი წევრი კობა დავითაშვილი გარდაიცვალა.
როგორც ალადაშვილის კლინიკაში განაცხადეს, დავითაშვილი დღეს დილით დაიღუპა. ის დაახლოებით 2 კვირის წინ კლინიკაში მძიმე მდგომარეობით გადაიყვანეს, სადაც ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფებოდა.
შეგახსენებთ, რომ კობა დავითაშვილს 2017 წელს ე.წ. ბეხტერევის დაავადება დაუდგინეს.