„საქართველოში გარდაცვალების ერთ-ერთი ყველაზე დაბალი პროცენტი გვაქვს“, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
როგორც მან „პალიტრანიუსის“ ეთერში აღნიშნა, სულ სამ-ოთხ ქვეყანას აქვს ჩვენზე უკეთესი მაჩვენებელი
„საქართველოში გარდაცვალების ერთ-ერთი ყველაზე დაბალი პროცენტი გვაქვს. სულ სამ-ოთხ ქვეყანას აქვს ჩვენზე უკეთესი მაჩვენებელი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია ავადობის რაოდენობა, მაგრამ გაცილებით, მნიშვნელოვანია ბევრი დაავადებულიდან რამდენის გადარჩენას ვახერხებთ და რამდენი იღუპება. საქართველო ალბათ, პირველ ადგილზეა ევროპასა და ამერიკაში ჰოსპიტალს გარეთ გარდაცვლილი პაციენტების სიმცირით. ჩვენთან ჰოსპიტალს გარეთ, ბინასა და კოვიდსასტუმროებში 15-16 ავადმყოფია გარდაცვლილი. ამაზე ხშირად, სრულიად სამართლიანად ტყდება განგაში, რატომ გარდაიცვალა. ჰოსპიტალს გარეთ უცხოეთის წამყვან ქვეყნებში ასეულობით პაციენტია გარდაცვლილი, ინგლისში ოფიციალური მაჩვენებელით ყოველი მეათე გარდაცვლილია ჰოსპიტალს გარეთ“,- განაცხადა ცერცვაძემ.
ინფორმაციისთვის, საქართველოში ახალი კორონავირუსით სულ 1342 ადამიანი გარდაიცვალა, მათგან 34 ბოლო დღე-ღამის განმავლობაში.