ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

„მერაბიშვილმა სამაგალითოდ აცემინა“ – ირაკლი ოქრუაშვილი კობა დავითაშვილზე

„გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილი, პარლამენტის ყოფილი დეპუტარის, კობა დავითაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, Facebook-ის პირად გვერდზე აქვეყნებს პოსტს, რომელსაც „მეტრონომი“ უცვლელად გთავაზობთ:

„ალბათ 1993 წელს გავიცანი. თხელი ტყავის „პაპკით“ დადიოდა უნივერსიტეტში მძიმე ნაბიჯით. ყველას მორალს უკითხავდა და იმპერატიული, მტკიცებითი, დამაჯერებელი საუბარი უყვარდა. პირველი 100 დოლარი ერთად ვიშოვეთ, ჯოხთაბერიძეს ფირმა დავურეგისტრირეთ. შემდეგ ამერიკაში წავედით კონფერენციაზე ერთად და კაცი მოგზაურობაში უნდა გაიცნოო, იქაც შევიცანი. ერთი ჯამიდან გვიჭამიაო, ასე ვიყავით. მძიმე საურთიერთობო იყო ჩემსავით. ისე დავუახლოვდით, რომ მეჯვარედ წამიყვანა და პირველი შვილი მომანათლინა. 2004 წელს რაღაც უაზრობა ეწყინა, წასული ამბავია და არ ვიტყვი რა, მაგრამ ჭეშმარიტი კასპელის ხასიათი გამოამჟღავნა და ჭეშმარიტი გორელის ხასიათით ვუპასუხე. მოვიდა სეტყვა და დახვდა ქვაო. 2005-დან ურთიერთობა აღარ მქონია. საჯაროდ გამლანძღა რამდენჯერმე ისეთ რამეზე რაც ვერ ვაპატიე. 2007-ის ნოემბერში საფრანგეთიდან დავურეკე, როდესაც იმ ნაბიჭვარმა მერაბიშვილმა სამაგალითოდ აცემინა, მოვიკითხე და ეგ იყო ჩვენი ბოლო საუბარი. მას მერე აღარ მისაუბრია, მაინც ვერ ვაპატიეთ ერთმანეთს, როგორც “ჭეშმარიტმა ქართლელებმა” უმნიშვნელო წყენა.
ღმერთმა აცხონოს კობა დავითაშვილი“ – წერს ოქრუაშვილი.

49 წლის ასაკში პარლამენტის ყოფილი წევრი კობა დავითაშვილი გარდაიცვალა.

იტვირთბა....