ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი საზოგადოება

ლარი კვლავ გაუფასურდა – რა ეღირება ხვალ 1 აშშ დოლარი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა.

სებ-ის ცნობით, 3 დეკემბრისთვის ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში შედარებით გაუფასურდა.

1 აშშ დოლარი ხვალ 3.3189 ლარი ეღირება. დღევანდელი ოფიციალური კურსით, 1 აშშ დოლარი 3.3185 ლარი ღირდა.

რაც შეეხება ეროვნული ვალუტის კურსს ევროსთან მიმრთებაში, ასევე, შედარებით გაუფასურდა. 1 ევრო ხვალ 3.9996  ლარი ეღირება. ძველი კურსით 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.9722 ლარი იყო.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 3 დეკემბრისთვი ამოქმედდება.

იტვირთბა....