ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ცნობილია, როდის შემოვა საქართველიში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, კოვიდ 19-ის ვაქცინის შეძენასთან დაკავშირებით, საქართველო ინტენსიურად მუშაობს. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, Covax-პლატფორმა რამდენიმე ვაქცინას იყიდის, საიდანაც საქართველო სასურველს აირჩევს. როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, საქართველოს უშუალოდ მწარმოებლებთანაც აქვს მოლაპარაკებები.მისივე განცხადებით, საქართველოსთვის აღნიშნულ პლატფორმაზე ვაქცინა ხელმისაწვდომი მარტი-აპრილის პერიოდისთვის იქნება.

“კოვაქს პლატფორმაზე პირველი შენატანი გადახდილი გვაქვს, დაახლოებით 4 მლნ დოლარი იმ პირობით, რომ ვაქცინის არჩევა შეგვეძლება. კოვაქსი შეისყიდის 4-5 ვაქცინას მაინც, ეს იქნება ფაიზერის, მოდერნასი, ასტრაზენეკასი თუ სხვა, მერე ჩვენ გვექნება არჩევის უფლება/

კოვაქს პლატფორმის მექანიზმი დიდი ალბათობით ამუშავდება მარტ-აპრილში, მანამდე, ვმუშაობთ პარალელურად თვითონ მწარმოებლებთან. შექმნილია საგარეო საქმეთა სამინისტროში სპეციალური მაკოორდინირებელი კომიტეტი, დღესაც ONLINE სხდომა არის დონორებთან ერთად, სადაც უნდა განვიხილოთ და იწერება უკვე დანერგვის გეგმა.

აქ ყველა სცენარი უნდა იყოს გაწერილი, იცით, რომ განსხვავებებია ამ ვაქცინებს შორის, ფაიზერს სჭირდება მინუს 70-გრადუსიანი ცივი ჯაჭვი, მოდერნას მინუს 20-იანი, ხოლო დანარჩენებს, ასტრაზენეკას ან სანოფს, სჭირდებათ ჩვეულებრივი, ორიდან რვა გრადუსამდე ანუ ის, რაც სჭირდება სხვა ვაქცინებს, ეს სისტემა ქვეყანაში აწყობილია.

ჩვენ მზად უნდა ვიყოთ სამივე ვერსიისთვის, ამიტომ ამაზე მიმდინარეობს სერიოზული მუშაობა დონორ ორგანიზაციებთან ერთად, ესაა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, გაეროს ბავშვთა ფონდი, მსოფლიო ბანკი და სხვა საერთაშორისო პარტნიორები. ძალიან გვინდა, რომ რაც შეიძლება ადრეულ ეტაპზე იყოს ხელმისაწვდომი ვაქცინა, პირველ რიგში, აქაც რისკ ჯგუფებისთვის, რომელსაც ქვეყანა დაადგენს. აქ იქნება სამედიცინო პერსონალი, ქრონიკული დაავადებების მქონე ხანდაზმული ადამიანები, მოხუცთა სახლები” – განაცხადა გამყრელიძემ.

იტვირთბა....