ახალი ამბები მთავარი ციტატა

“რა შეიძლება დავთმოთ? დასათმობი აქვს ხელისუფლებას” – ელისაშვილი

„რა შეიძლება დავთმოთ? პარტიებს ხომ არ დავხურავთ? თავში ჩაქუჩს ხომ არ ჩავირტყამთ? რა შეიძლება დავთმოთ? დასათმობი აქვს ხელისუფლებას. ხელისუფლებამ უნდა გადადგას კონკრეტული ნაბიჯი. შევალთ პარლამენტში, ან არ შევალთ პარლამენტში, ეს არის ჩვენი დათმობის მაქსიმალური სივრცე. იმათი დათმობის სივრცე არის უშველებელი და უზარმაზარი, შესაბამისად მათ უნდა გადადგან ნაბიჯები, უბრალოდ ჩვენ ზუსტად, კონკრეტულად, ფოკუსირებულად რა მოვითხოვოთ, რაზე გავაკეთოთ უფრო ძლიერი აქცენტი, ამაზე მიდის დისკუსია, აზრთა გაცვლა- გამოცვლა. ჩვენს საერთო პოზიციას ელოდებიან ელჩები და შემდეგ იქნება შეხვედრა.”

ალეკო ელისაშვილი – „მოქალაქეების” ლიდერი.

ცნობისათვის, ოპოზიციური პარტიების ლიდერებისა და ტელეკომპანია ,,მთავარი არხის” გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესები დეკემბერში ჩაინიშნა. “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის სასამართლო პროცესი7 დეკემბერს, “ევროპული საქართველოს” ლიდერის, გიგი უგულავას სასამართლო 10 დეკემბერს, ხოლო ,,ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის, ნიკა მელიას პროცესი 15 დეკემბერს არის ჩანიშნული.

იტვირთბა....