aviabiletebi
მთავარი ციტატა

“პირდაპირ გეტყვით, ჩვენ არ ვპროგნოზირებდით, რომ გვექნებოდა დღეში 4 – 5 ათასამდე შემთხვევა”- გამყრელიძე

“პირდაპირ გეტყვით, რომ ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვპროგნოზირებდით, რომ გვექნებოდა დღეში 4 – და 5 ათასამდე შემთხვევა და ამას რამ შეუწყო ხელი, ესეც რამდენჯერმე გითხარით – იმან, რომ ზაფხულში ჩვენ დავიჯერეთ, რომ ძალიან მაგრები ვართ და შევიქმენით ილუზია, რომ დავამარცხეთ კორონა. ჩემი გამოსვლები შეგიძლიათ ნახოთ, ყოველთვის გეუბნებოდით და ვამბობდით, რომ კორონავირუსი არსად წასულა, კორონავირუსი იქნება, რომ ჩვენ ყველამ უნდა დავიცვათ ელემენტარული წესები, რეკომენდაციები, მაგრამ მოხდა ისე, რომ ზაფხული ძალიან თავისუფლად წავიყვანეთ ჩვენ ყველამ, განსაკუთრებით შავიზღვისპირეთში.”

aviabiletebi
ავიაბილეთები

ამირან გამყრელიძე – აავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი

ამს შესახებ ამირან გამყრელიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

ცნობისთვია, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 143 376 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 121 621 გამოჯანმრთელდა, 1 342 კი, გარდაიცვალა.

იტვირთბა....