გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2-6 დეკემბრამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. დროგამოშვებით იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი. აღნიშნულ პერიოდში ჰაერის ტემპერატურა საშუალოდ +17, +19 გრადუსამდე მოიმატებს.
მათივე ცნობით, 2-6 დეკემბრამდე აღმოსავლეთ საქართველოში ცალკეულ რაიონში მცირე ნალექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა ბარში დღის საათებში საშუალოდ +7, +12 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისში 3 დეკემბრიდან 6 დეკემბრამდე +8, +9 გრადუსი და უნალექო ამინდი, ხოლო 6 დეკემბერს +7 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი.
7 დეკემბერს დედქალაქში ღამით ტემპერატურა 0 გრადუსამდე დაეცემა, ხოლო 8 დეკემბერის ღაემს -1 გრადუსი ყინვაა მოსალოდნელი. დღისით თოვლჭყაპს ელოდებიან.