საქართველოში დაბადებული ე.წ. კანონიერი ქურდის, ნადირ სალიფოვის, მეტსახელად “გულის” მკვლელობის საქმე თავისივე საახლობლოს მიერ გახსნილად გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას ცნობილი კრიმინალური გამოცემა “პრაიმ კრაიმი” ავრცელებს.
როგორც ირკვევა, მისი სავარაუდო მკვლელი არის პირი, რომელსაც რამდენიმე წლის წინ, “გულის” დავალებით ყური მოაჭრეს. წლების განმავლობაში შურისძიებით შეპყრობილი კრიმინალური ავტორიტეტი დაუახლოვდა სალიფოვს და სასტუმროში გამოასალმა სიცოცხლეს. ამის შესახებ წერს “პრაიმკრაიმი”.