ინფექციონისტ, მაია ბუწაშვილის განცხადებით, ქვეყანა ახლა უახლოვდება პიკურ მდგომარეობას, რომლის შემდეგაც იწყება სტაბილიზაცია.
მისივე თქმით, დეკემბრის შუა რიცხვებიდან სიტუაცია უკეთესობისკენ წავა.
“ჩვენ ახლა ვუახლოვდებით პიკურ მდგომარეობას, რომლის შემდეგაც იწყება სტაბილიზაცია და შემდეგ იწყება შემთხვევების კლება. ამას შეზღუდვების ეფექტიც დაემატება, რომელიც ორ კვირაში უნდა მივიღოთ და იმედი ვიქონიოთ, რომ დეკემბრის შუა რიცხვებიდან სიტუაცია უკეთესობისკენ წავა”, – განაცხადა ბუწაშვილმა.