“გაიღვიძე მთავრობა!!! ნაციონალები აპირებენ მართონ “მშიერი ბუნტი” და დაიბრუნონ ძალაუფლება! PR-ის უბადლო სპეციალისტი მიხეილი ახლაც მიმართავს PR-ის კლასიკოსის შეგონებას: “ბრბოს არ შეუძლია აზროვნება და მის დასაწყნარებლად უნდა მივმართოთ არა გონებას, არამედ ქვეცნობიერ ინსტიქტებს!”(ედუარდ ბერნაიზი) ჩვენ რითი ვპასუხობთ ამ უსერიოზულეს გამოწვევას? – კვლავ კუბოების შიშით? აღარ ჭრის! მშიერი შვილის თვალები დედას მხოლოდ ერთ ინსტიქტს უტოვებს: ს ა ს ი ც ო ც ხ ლო ს! შეცვალეთ სპიკერები, მოხსენით უაზრო აკრძალვები, დაასრულეთ პანიკის ტირაჟირება, თორემ ჯანყი დაწყებულია და ქვეყანა თავზე დაგვენგრევა.”
ლალი მოროშკინა – ჟურნალისტი.
სოციალური ქსელი.
შეგახსენებთ, პრემიერმა გიორგი გახარიამ კორონავირისუსის მართვასთან დაკავშირებით. დააწესა შეზღუდვები, რომლებიც 28 ნოემბერიდან 31 იანვრის ჩათვლით მოქმედებს.