საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი “მთავარი არხის” დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებას ეხმაურება, სადაც გვარამიამ ლეგენდარული მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი გააკრიტიკა:
„ადამიანის ღირსება უმაღლესი მორალური ფასეულობაა. ჩვენი საამაყო და სასიქადულო ქალბატონის – ნონა გაფრინდაშვილის მიერ განვლილი სახელოვანი გზა ნათელი მაგალითია დიდი ადამიანური ღირსებისა და ქვეყნის უანგარო მსახურებისა.
ნონა გაფრინდაშვილი ქვეყნისთვის თავდადებული, წარმატებული და ზნეობრივად ამაღლებული ქართველი ქალის ცოცხალი სიმბოლოა.
ასეთად იცნობენ მას საქართველოშიც და მთელ მსოფლიოშიც. ამიტომაც, ნონა გაფრინდაშვილზე თავდასხმის და იერიშის მიტანის ნებისმიერი მცდელობა, ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს ეს, განწირულია მარცხისთვის” – ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისათვის, “მთავარი არხის” დირექტრმა, ნიკა გვარამიამ ნონა გაფრინდაშვილს სამარცხვინო, თავლაფდასხმული და ფულის მონა უწოდა.