მთავარი ციტატა

“დაფნის გვირგვინები დაიდგეს თავზე, როცა ჯერ საქართველოში კოვიდთან ომი დაწყებულიც არ იყო”- ჭიაბერაშვილი

„როდესაც გაზაფხულზე აბსოლუტურად გაუმართლებელი „ლოკდაუნით“ თავის მოწონება დაიწყეს, მაშინ ამბობდნენ, მთელი მსოფლიო ჩვენ გვეკითხებოდაო და დაფნის გვირგვინები დაიდგეს თავზე, როცა ჯერ საქართველოში კოვიდთან ომი დაწყებულიც არ იყო. ახლა, როდესაც გაუჭირდათ და თვითონვე აღიარებენ, რომ პრობლემებია, უკვე ცინიკურად გვეუბნებიან, შეხედეთ, რა ხდება ესპანეთში, ავსტრიაში, საფრანგეთშიო. მარტო რამდენიმე ადამიანს ეკუთვნის დაფნის გვირგვინი თურმე და თუ გვიჭირს, საქართველო ხომ გამონაკლისი ვერ იქნება. ეს პოლიტიკური ცინიზმია, რაც ჩვენს საზოგადოებას აღაშფოთებ.”

 ზურაბ ჭიაბერაშვილი – “ევროპული საქართველოს” წევრი

ამის შესახებ  ზურაბ ჭიაბერაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში განაცხადა, რითიც ქვეყანაში კოორნავირუსის მართვას გამოეხმაურა.

შეგახსენებთ, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ქვეყანაში დღეიდან, 28 ნოებრიდან მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა. აიკრძალა მუნიციპალური და საქალქთაშორისო ტრანსპორტი, დაიხურა ყველა დიდი სავაჭრო ქსელი. ასევე, ღამე, 21:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილება აკრძალულია როგორც ტრანსპორტისთვის, ასევე, ქვეითთა მოსიალულესთვის.

იხილეთ შეზღუდვების სრული ჩამონათვალი. 

 

იტვირთბა....