„ჩვენ მტრისგან რამდენიმე რაიონი გავათავისუფლეთ, დავიბრუნეთ სამი რაიონი. მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი დასრულებულია. თუკი ვინმე ფიქრობს, რომ კონფლიქტი ჯერ კიდევ არსებობს, ცდება. ადამიანები, რომლებიც დღეს მთიან ყარაბაღში ცხოვრობენ, აზერბაიჯანის მოქალაქეები არიან.”
აზერბაიჯანის პრეზიდენტი – ილჰამ ალიევი
ამის შესახებ ალიავმა ადგილობრივ მედიაში გაავრცელა.
ალიევის თქმით, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი იძულებული იყო, საომარი მოქმედებების დასრულების შესახებ შეთანხმებისთვის ხელი მოწერა და არსებითად, მან ხელი მოაწერა კაპიტულაციის.
შეგახსენებთ, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევმა, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანმა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის თანამხადაც თანახმად, 10 ნოემბრიდან არაღიარებულ მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები შეწყდება.
მოწერილი შეთანხმებით, რუსეთი არაღიარებულ მთიან ყარაბაღში 2 000-მდე სამხედროს შეიყვანს, სომხეთი კი შეიარაღებული ძალების დანაყოფებს გამოიყვანს.