ალიევის თქმით, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი იძულებული იყო, საომარი მოქმედებების დასრულების შესახებ შეთანხმებისთვის ხელი მოწერა და არსებითად, მან ხელი მოაწერა კაპიტულაციის.
„კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ჩვენ შევქმენით ახალი რეალობა, მოვიპოვეთ გამარჯვება, გავანადგურეთ მტერი, განვდევნეთ ის ჩვენი მიწებიდან. ყველამ უნდა მიიღოს ეს, უნდა შეეგუოს ამ რეალობას, ისევე როგორც ეს სომხეთმა გააკეთა. ამ განცხადების ქვეშ არის ფაშინიანის ხელმოწერა. იგი იძულებული გახდა, ხელი მოეწერა. არსებითად, მან ხელი მოაწერა კაპიტულაციის აქტს. სომხეთი ან მთლიანად უნდა განადგურებულიყო ან ხელი მოეწერა. ვისი რა საქმეა? ყველამ საკუთარ საქმეს მიხედოს,”- აღნიშნა ალიევმა.
მისივე თქმით, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი აღარ არსებობს.
შეგახსენებთ, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევმა, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანმა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის თანამხადაც თანახმად, 10 ნოემბრიდან არაღიარებულ მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები შეწყდება.
მოწერილი შეთანხმებით, რუსეთი არაღიარებულ მთიან ყარაბაღში 2 000-მდე სამხედროს შეიყვანს, სომხეთი კი შეიარაღებული ძალების დანაყოფებს გამოიყვანს.