“არ ვფიქრობ, რომ საზოგადოების ზეწოლა ერთადერთი გზაა. ამ პირობებში სამართლებრივი ნაბიჯებიც არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ვიცით საქმეები, რომელიც ხელისუფლებებს ძალიან ცუდად მოუბრუნდა, მათ შორის სტრასბურგის სასამართლოს მიღებული გადაწყვეტილებების სახით. ჩვენ ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ, მათ შორის ადამიანის ვეროპულ სასამართლოს გზას უნდა მივმართოთ.:
ედუარდ მარიკაშვილი – დავით გარეჯის საქმეზე დაკავებულების ადვოკატი
ამის შესახებ ადვოკატმა “დღის ამბებში” განაცხადა.
შეგახსენებთ, 30 ნოემბრეს, სასამართლომ დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულები ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა ძალაში დატოვა.
დავით გარეჯის საზღვრის დამდგენი კომისიის ყოფილი წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს, სახელმწიფო ტერიტორიის მთლიანობის დარღვევის მუხლით დააკავეს. პროკურატურა ამტკიცებს, რომ მათ საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და “საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს”.