“არცერთი მოწმე, რომელიც ამ ეტაპამდე საქმეშია, ვერ ადასტურებს ბატონი ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას ბრალეულობას. მცდელობა პროკურატურის, რომ ჩვენებები მოიპოვიონ, ეს ლოგიკურია, მაგრამ აქ არის ასეთი გარემოება, ისინი ვერ მოიპოვებენ მტკიცებულებეს, რადგაან დანაშაულს ადგილი არ ჰქონია.”
ედუარდ მარიკაშვილი – დავით გარეჯის საქმეზე დაკავებულების ადვოკატი
ამის შესახებ ადვოკატმა “დღის ამბებში” განაცხადა.
შეგახსენებთ, 30 ნოემბრეს, სასამართლომ დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულები ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა ძალაში დატოვა.
დავით გარეჯის საზღვრის დამდგენი კომისიის ყოფილი წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს, სახელმწიფო ტერიტორიის მთლიანობის დარღვევის მუხლით დააკავეს. პროკურატურა ამტკიცებს, რომ მათ საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და “საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს”.