მთავარი ციტატა

“პრობლემას ვხედავ იმაში, რომ მნიშვნელოვანი მოწმეები პროკურატურას აქამდე არ ჰყავს გამოკითხული”- ე.წ. კარტოგრაფების საქმის ადვოკატი

“მოწმის დაბარებაში მე პრობლემას ვერ ვხედავ, პრობლემას ვხედავ იმაში, რომ მნიშვნელოვანი მოწმეები, როგორიცაა ღარიბაშვილი და ბეჟან მაისურაძე, პროკურატურას აქამდე არ ჰყავს გამოკითხული. ეს აჩენს კითხვებს, რატომ არის, რომ საქმიდან გამომდინარე, მტკიცებულებებიდან გამომდინარე მათ მნიშვნელოვანი ინფორმაცია უნდა ჰქოდეთ, ეს ადამიანები გამოკითხულები არ არიან.”

გიორგი მახარაძე – დავით გარეჯის საქმეზე დაკავებულების ადვოკატი

ამის შესახებ ადვოკატმა “დღის ამბებში” განაცხადა.

შეგახსენებთ, 30 ნოემბრეს, სასამართლომ დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულები ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა ძალაში დატოვა. 

დავით გარეჯის საზღვრის დამდგენი კომისიის ყოფილი წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს, სახელმწიფო ტერიტორიის მთლიანობის დარღვევის მუხლით დააკავეს. პროკურატურა ამტკიცებს, რომ მათ საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და “საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს”.

იტვირთბა....