“მაქვს მოლოდინი, როგორც ოპოზიციის ამომრჩეველს, რომ პირველი სითამამე, გამბედაობა სწორედ იმ ადამიანებიდან უნდა წამოვიდეს, ვისაც მე მივეცი ხმა. მე არ ვამბობ, რომ ოპოზიცია კომპრომისზე წავიდეს, ვამბობ, რომ ოპოზიციამ გამბედაობა გამოიჩინოს და ნაბიჯი გადადგას. ვისაც მე მივეცი ხმა, მინდა ისინი ვნახო პარლამენტში და მინდა ვნახო ხმლით და იარაღით შეიარაღებული – კონსტიტუციით და ცოდნით, რომ მინიმალური შანსი მაინც გაჩნდეს ხელისუფლების გადაწყვეტილებებში ცვლილებების.
თინა ხიდაშელი – არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ ხელმძღვანელი
ამის შესხაებ თინა ხიდაშელმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში განაცხადა.
შეგახსენებთ, ოპოზიცია არჩევნების შედგებს არ აღიარებს და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს.