“ის, რომ პროკურატურა მოქმედი თანამდებობის პირებს ვერ უბედავს გამოკითხვაზე დაბარებას, და ამის პარალელურად ისინი ცდილობენ წინა ხელისუფლების წარმომადგენლების დაბარებას, ამით საქმის პოლიტიზირება ხდება პროკურატურის მხრიდან. ვინაიდან, თუკი მათ აქვთ კითხვები, მათ ასევე უნდა ჰქოდეთ კითხვები და უფრო მნიშვნელოვანი კითხვები მოქმედი ხელისფლების მიმართ.”
ედუარდ მარიკაშვილი – დავით გარეჯის საქმეზე დაკავებულების ადვოკატი
ამის შესახებ ადვოკატმა “დღის ამბებში” განაცხადა.
შეგახსენებთ, 30 ნოემბრეს, სასამართლომ დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულები ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა ძალაში დატოვა.
დავით გარეჯის საზღვრის დამდგენი კომისიის ყოფილი წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს, სახელმწიფო ტერიტორიის მთლიანობის დარღვევის მუხლით დააკავეს. პროკურატურა ამტკიცებს, რომ მათ საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და “საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს”.