ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული 1 303 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მათგან 376 ადამიანი მართვით სუნთქვაზეა. თბილისში 452 მძიმე პაციენტია, აჭარაში – 152, იმერეთში კი – 236. მართვით სუნთქვაზე თბილისში 185 ადამიანია, აჭარაში – 56, იმერეთში – 44.
ცნობისათვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 36 ადამიანი გარდაიცვალა. დადასტურდა 3 759 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 3 574 პაციენტი. 1-ლი დეკემბრის დილის მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 139 343 შემთხვევაა აღრიცხული, მათგან 117 560 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 1 303 პაციენტი კი გარდაიცვალა.